Tiguan
სასარგებლო ინფორმაცია
 ფასები გარანტია სერვისი განვადება საკრედიტო კალკულატორი კონტაქტი
ახალი ტიგუანი

ავტომობილი, რომელმაც თავიდანვე დაიმკვიდრა ლიდერობა თავის კლასში.

გერმანულ ჟურნალ Autobild-ის, რომელიც დღესდღეობით გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული საავტომობილო ჟურნალი გერმანიაში, 2007 წლის 26 ოქტომბრის გამოშვებაში გამოქვეყნდა სტატია სადაც აღწერილია ფოლკსვაგენის ახალი მოდელის, ტიგუანის მონაცემები და შესაძლებლობები. ავტომობილი შედარებულია მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლების მიერ წარმოდგენილ ხუთ ანალოგიური კლასის მოდელთან. ეს მანქანებია: 1. BMW X3;  2. Citroen C-Crosser;  3. Land Rover Freelander;  4. Nisan X-Trail; და  5. Toyota RAV4 . გერმანელ ავტოექსპერტთა მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით ამ ექვს მანქანას შორის ფოლკსვაგენ ტიგუანი აღმოჩნდა პირველ ადგილზე, როგორც ხარისხის, ასევე სიმძლავრის და საიმედოობის ნიშნით. ფოლკსვაგენის ინჟინრების მიერ შექმნილ ამ ‘ავტოსაოცრებას’ გააჩნია ეკონომიურობისა და უსაფრთხოების შთამბეჭდავი მაჩვენებლები.
ტიგუანი სხვადასხვა ტიპის მძლავრი აგრეგატებით არის დაკომპლექტებული. ბენზინის ძრავებში აღსანიშნავია ფორსირებული 1.4ლ, რომელიც დიზელივით ეკონომიურია და მძლავრი. მექანიკური კომპრესორისა და ტურბინის წყალობით ის გამოიმუშავებს 150 ცხენის ძალას. აგრეთვე 2.0ლ გაძლიერებული ბენზინის ძრავები 170 და 200 ცხენის ძალით. ორი დიზელის ძრავი 2.0 TDI 140 და 170 ცხენის ძალებით.

                 გერმანელ ავტო-ექსპერტთა შეფასებები:

 

 

მაქსიმალური ქულა

VW Tiguan

BMW X3

Land Rover Freelander

Citroen C-Crosser

Nissan X-Trail

Toyota RAV4

ძარა და შიდაკომფორტი

200

151

146

149

153

141

142

ძრავი და მართვის კომფორტი

200

156

165

144

148

142

139

ფასები

200

148

125

135

121

139

138

საერთო ქულა

600

455

436

428

422

422

419

ადგილი

 

1.

2.

3.

4.

4.

6.