ფაეტონისაგან ყოველთვის დიდი მოლოდინია. ახლა კი იგი უფრო მეტს გვთავაზობს. ავტომობილის როგორც შიდა ასევე გარე დიზაინი ბრწყინვალეა! მრავალი ტექნიკური სიახლე ავტომობილს კომფორტულობას განაპირობებს. სანამ ფაეტონი ბაზარზე გამოვიდოდა მის შესახებ ცნობილი ევროპული ჟურნალი - “ავტო, მოტორი და სპორტი” (12/2002 წლის გამოცემა) წერდა: “ინტერიერის გაფორმების მასშტაბებით ფაეტონი უმაღლესი კლასის ავტომობილის ტიპს შეესაბამება”
უკომპრომისოV6 TDI 4MOTION
V6 TDI 4MOTION ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დიზელზე მომუშავე ძრავია, რაც ძალის და ეკონომიურობის ერთობლიობას წარმოადგენს. გამომუშავებული გაზის ემისია ისეა შემცირებული, რომ სამომავლო სტანდარტი, ევრო 5, უკვე დღესაა მიღწეული (საწვავის გამოყენება: 9,4 1/100 კმ; CO2 ემისია: 248 გ/კმ)
ნავიგაციისუახლესისიტემა
ნავიგაციის სისტემა, თანამედროვე DVD-ის ტექნიკის გამოყენებით მეტად ეფექტურია. მიზნის ოფციონალური და დინამიური მიმართულება ისეთ სატრანსპორტო შეფერხებებსაც კი ითვალისწინებს, რომელიც პირდაპირ მარშუტზე არ მდებარეობს. სისტემა განსაკუთრებით მოსახერხებელია მოხმარებლისათვის მისამართის გამარტივებულად მითითების შესძლებლობის და თვალსაჩინოებისთვის 3D –მაჩვენებლის გამო.
ტელეფონი
შესაძლებელია ავტომობილის ტელეფონის მოხერხებულად სარგებლობა. ოფციონალურ სისტემას აქვს ბლუთუზი - თავისუფალი ლაპარაკის შესაძლებლობით, ხოლო სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ტელეფონის ყურმილი, რასაც მობილური ტელეფონის ნებისმიერი ფუნქცია გააჩნია. ტელოფინის წიგნაკში დაახლოებით 1000 მისამართის დამახსოვრებაა შესაძლებელი.
მძღოლისასისტენტი
სისწრაფის რეგულირების სერიული სისტემის კომფორტულობა ფართოვდება ოფციონალური ავტომატური დისტანციური რეგულირების (ACC) და შემოგარენის დასაკვირვებელი „Front Assist“ სისტემებით. სენსორები უსწრაფესად რეაგირებენ თქვენს წინ მიმავალი მანქანის სიჩქარის ცვალებადობისთანავე და საჭიროების შემთხვევასი შესაბამისად ამუხრუჭებენ ავტომობილს. ასევე ოფციონალური სავალი ზოლის შეცვლის ასისტენტი „Side Assist“ ამცირებს „მკვდარი კუთხის“ გამო გამოწვეულ საფრთხეს მოძრაობის მრავალზოლიან ქუჩებში.
დიდებული
ღერძებს შორის მანძილის დაახლოებით 120 მმ-მდე გაზრდის გამო ავტომობილით მგზავრობის კომფორტიც გაიზარდა. კერძოდ, გაცილებით გაზრდილია უკანა სალონის ფეხის სადგამი სივრცე. ასეთ ავტომობილები სერიულად ატრაქტიული აღჭურვილობით მზადდება.