საოცრად ტევადი სალონის წყალობით შარანს თავისუფლად შეუძლია შვიდი მგზავრის მოთავსება, ამას დაუმატეთ ფოლკსვაგენის ტრადიციული ეტალონური ხარისხი, განვითარებული უსაფრთხოების სისტემები და მდიდარი სტანდარტული აღჭურვა . ავტომობილის წინა სავარძლები 1800 -ით მობრუნების შესაძლებლობას იძლევა. შარანის საბარგულის მოცულობა კი 2610 ლიტრს აღწევს.ტრანსფორმირებადი სალონი ძირითადი ნიშანია, რისი წყალობითაც შარანი პოპულარობით სარგებლობს საქმიან მომხამარებელთა სეგმენტში. ავტომობილი ადვილად შეიძლება გადაკეთდეს საკონფერენციო ან ბავშვების ოთახად, აგრეთვე ტრანსპორტერად. ასე მაგალითად, უკანა სავარძლის საზურგე ინტეგრირებული ჭიქის დამჭერებით საჭიროების შემთხვევაში შეგისრულებთ მაგიდის ფუნქციას. შარანს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია ნებისმეირი სიტუაციისთვის, რათა იგრძნოთ სიმძლავრე და მართვის სიამოვნება. ამის საუკეთესო მაგალითია 6 ცილინდრიანი ბენზინის ძრავი. 150 კილოვატი (204 ცძ) 2.8 ლიტრი მოცულობის ძრავიდან გამომუშავდება. ორი დანარჩენი 4 ცილინდრიანი ბენზინის ძრავი ასევე შემოთავაზებულია: 2.0 L 115 ცძ და 1.8 თ 150 ცხენის ძალით. დიზელის ძრავებია 1.9 თDI 115 ცხენის ძალით აგრეთვე მძლავრი და ეკონომიური 2.0 თDI 140 ცხენის ძალით. 1.9 თDI-ს შეკვეთა შესაძლებელია აგრეთვე 4X4 ტრანსმისიით.
შარანი პატარა, მობილურ კინოთეატრს გავს. წინა სავარძლებში ინტეგრირებული ორი მონიტორი ინფრაწითელი სენსორებით და DVD ფორმატით. დისტანციური მართვა საშუალებას მოგცემთ ყველა ფუნქცია მართოთ კომფორტულად საკუთარი სავარძლებიდან. ინტეგრირებული საბავშვო სავარძლები და ასაკეცი მაგიდები, ორი დამატებითი სავარძელი მეორე რიგში (სულ 7 სამგზავრო ადგილი), ტანსაცმლის საკიდები, გამაგრილებელი (მაცივარი) სათავსო ყუთი საკვებისა და სასმელებისთვის ეს ყველაფერი შარანს ნამდვილ საოჯახო მანქანად აქცევს.