ეოსი პირველი კუპე-კაბრიოლეტია მსოფლიოში სტანდარტული ელექტრონულად კეცვადი შუშის სახურავით, რომელიც იკეცება 25 წამში ღილაკის მეშვეობით.
მეორე უპირატესობა 5 ნაწილიანი მინის სახურავისა გახლავთ ის, რომ იგი საოცრად კომპაქტურია. დაკეცილ მდგომარეობაშიც კი საბარგულის მოცულობა 205 ლიტრი რჩება, მაშინ როცა ღია სახურავის პირობებში იგი 380 ლიტრს შეადგენს. სახურავის სისტემის ოპტიმალური დაცვისთვის გათვალისწინებულია პარკ პილოტი დამატებითი სენსორებით საბარგულის კარზე, რომელიც აკონტროლებს ავტომობილის უკანა სივრცეს და საჭიროების შემთხვევაში აჩერებს სახურავის დაკეცვის ან გაშლის პროცეს. რამდენადაც მართვის სიამოვნებას მხოლოდ მიმზიდველი დიზაინით ვერ მიიღებთ, ამდენად ეოსისთვის გათვალისწინებულია მთელი რიგი მძლავრი და ინოვაციური ტექნოლოგიები. თქვენ შეგიძლიათ არჩევანი გააკეთოთ სამ FSI ძრავს შორის: 85 კვტ (115 ცძ) ძრავი საოცრად ეკონომიურია, 110 კვტ (150 ცძ) ძრავს სპორტული თვისებები და შთამბეჭდავი დინამიკა გააჩნია, ხოლო 147 კვტ ( 200ცძ) ტურბო FSI ხასიათდება დიდი გამწეობითა და სისწრაფით. წამყვანი ადგილი 6 ცილინდრიან ძრავს უკავია 184 კილოვატითა და 250 ცხენის ძალის სიმძლავრით.
ფოკქსვაგენ ინდივიდუალ-ის ”DYNAUDIO” სისტემას10 დინამიკი (600 ვატი) გააჩნია და საოცრად სუფთა აკუსტიკას უზრუნველყოფს. USB მომზადება საშუალებას მოგცემთ უსმინოთ MP3 ფორმატის მუსიკას თქვენი რადიო სისტემის მეშვეობით. მუსიკის მოსმენა შეგიძლიათ ასევე IPOD-ის მომზადების მეშვეობით.
მეტი უსაფრთხოებისათვის, შეგიძლიათ ბი-ქსენონის დინამიური მაშუქები შეიძინოთ, რომელიც საჭესთან ერთად დინამიურად შეიცვლის ნათების კუთხეს და ეფექტურად გაგინათებთ მოსახვევს.
ელექტრული Easy Entry ფუნქცია განსაკუთრებით მოსახერხებელია უკანა მგზავრებისთვის, სავარძლების პოზიცია დამახსოვრებულია და ყოველი მანქანიდან გადმოსვლის ან მანქანაში მოთავსების შემდეგ იგი ავტომატურად უბრუნდება დამახსოვრებულ პოზიციას.