მოთავსდებით თუ არა ტურანის სალონში სასიამოვნო ატმოსფერო მაშინვე შესამჩნევია. მაღალი ხარისხის მასალები ინტერიერის ნებისმიერ კუთხეშია გამოყენებული. საკონტროლო პანელი ერგონომუკული დიზაინით გამოირჩევა, მძღოლისთვის ადვილად სამართავია და მუდამ მხედველობის არეშია მოქცეული. სავარძლების მაღალი პოზიცია და ტევადი სალონი თავისუფალი სივრცის შეგრძნებას ქმნის და უზრუნველყოფს საუკეთესო ხედვას მძღოლის სავარძლიდან