Polo
სასარგებლო ინფორმაცია
 ფასები გარანტია სერვისი განვადება საკრედიტო კალკულატორი კონტაქტი
უბრალოდ საუკეთესო – დაძვრის თანავე

მოთავსდებით თუ არა პოლოში მაღალი ხასისხის ინტერიერი ადვილად შესამჩნევია, ხარისხიანი მასალები, ერგონომიკური დიზაინი და დახვეწილი ოსტატობა ყველაზე სკრუპულოზურ მოთხოვნებსაც კი დააკმაყოფილებს.

სამი განსხვავებული აღჭურვის პაკეტი გთავაზობთ კომფორტის, დიზაინისა და ფუნქციონალურობის ოპტიმალურ შეხამებას მიუხედავად იმისა თქვენ ანიჭებთ უპირატესობას სპორტულ თუ კლასიკურ შტრიხებს. ისეთი პრაქტიკიური ოფციები, როგორიცაა მინების ელექტრონული რეგულირება, ცენტრალური ჩაკეტვა უფრო სასიამოვნოს ხდის მგზავრობას, ასევე გაგიადვილებთ მგზავრობას უამრავი სათავსო ნიშა, სიმაღლეში და სიგრძეში რეგულირებადი საჭე და მრავალი სხვა.

ძრავები მინიმალური დანახარჯების, ოპტიმალური ეფექტურობისა და ნაკლები გამონაბოლქვის  მიღწევა გადამწყვეტი ფაქტორები იყო ფოლკსვაგენის ძრავების შექმნისას. პოლოს ძრავები დაწყებული ეკონომიური 40 კილოვატიდან 55 ცხენის ძალით და დამთავრებული 77 კილოვატით (104 ცძ) იდეალურად ამართლებს აღნიშნულ ამოცანებს. თქვენ გექნებათ ფართო არჩევანი ბენზინის ძრავებში: 1.2 ლ 40 კვტ(55 ცძ) და 1.2 47 კვტ(64 ცძ) და განსაკუთრებულად დინამიური 1.6 ლიტრის მოცულობის 77 კილოვატიანი (104 ცძ) ძრავი. დიზელის ძრავები TDI ტექნოლოგიით განსაკუთრებით მძლავრი და ეფექტურია. ეკონომიურობა პირდაპირი შეფრქვევის, ხოლო დინამიურობა ორფაზიანი შეფრქვევის დამსახურებაა, მაღალი მაბრუნებელი მომენტი კი მიიღწევა ტურბო სისტემის წყალობით. ყველა ძრავი შეიძლება კომბინირებული იყოს 5 სიჩქარიან მექანიკური გადაცემის კოლოფთან აგრეთვე 4 სიჩქარიან ავტომატურ ან 6 სიჩქარიან ტიპტრონიკის კოლოფთან.