უფრო დინამიური, უფრო სპორტული, უფრო განმაცვიფრებელი.
New Beetle - ის მოდიფიცირებული სტილი განახლებული გვერდების, წინა ნაწილის მეტად ოვალური ფორმის და სხვა მრავალი დამატებითი დეტალების შედეგია. რეტროს სტილის გარეგნობის ქვეშ იმალება სრულიად ინოვაციური ფოლკსვაგენი, რომელიც შექმნილია ტარებისაგან მიღებული სიამოვნბის მაქსიმალურად გასაზრდელად.
ტრადიციული და თანამედროვე
New Beetle კაბრიოლეტი ორიგინალი Beetle კაბრიოლეტის განახლებული ვერსიაა. მის გარე დიზაინში შეინიშნება კლასიკური წინაპარის ელემენტები, მაშინ როცა შიგნიდან ის სრულიად თანამედროვეა: უსაფრთხოების დონე და კომფორტი, რომელსაც New Beetle კაბრიოლეტი გთავაზობთ შეიძლება ჩაითვალოს ამ კლასის მანქანების ეტალონად.