გოლფი არა მარტო ტოვებს ეფექტურ შთაბეჭდილებას ერთი შეხედვით, არამედ თუ კარგად დააკვირდებით მიხვდებით, რომ მისი თითოეულ ნაწილთა კომბინაცია ერთიანობაში ქმნის საოცრად მიმზიდველ და ფუნქციონალურ ავტომობილს. ძნელი წარმოსადგენია რომელიმე სხვა ავტომობილი გოლფის კლასში, ასეთივე სპორტული თვისებებითა და კომფორტით. და ეს ყველაფერი დინამიური და უსაფრთხო სავალი ნაწილის წყალობით, რომელიც ადვილად უმკლავდება რელიეფურ გზის საფარს.
ეს გასაოცრად ტევადი და ტრანსფორმირებადი ავტომობილი იდეალურია მათთვის ვინც საჭიროებს მეტ სივრცეს სპორტის, დასვენებისა და მუშაობისთვის ისე რომ მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული გოლფის დინამიური ხასიათი. ჩაჯდებით თუ არა გოლფ პლუსში შეამჩნევთ, რომ ეფექტურობა ავტომობილის სტანდარტული თვისებაა, გარდა ამისა თავისუფალი სივრცე ნებისმიერ სავარძელზე შეიგრძნობა, რაც დასვენებისა და სიამოვნების მეტ შესაძლებლობას გაძლევთ. ყველა ამ თვისების წყალობით გოლფ პლუსი სრულიად პასუხობს თანამედროვე, აქტიური ადამიანების მოთხოვნებს.