Volkswagen Golf 6 წლის საუკეთესო ავტომობილად აღიარეს!
მიუხედავად მონაწილეებს შორის მძაფრი ბრძოლისა, ერთადერთი გამარჯვებული მაინც გამოვლინდა.
2009 წლის ავტომოიბილად Volkswagen Golf 6 იქნა დასახელებული.
ასეთი განცხადება, ნიუ იორკის 2009 წლის ავტო შოუზე მანჰეტენის Jacob Javits -ის ცენტრში გაკეთდა.
ჟიურის ერთერთი წევრის აზრით: "ახალი VW კონკურენტ ავტომობილებზე მეტად დახვეწილია, რაც განსაკუთრებით გზათკეცილზე იგრძნობა. ქარის, გზისა და ძრავის ხმაური მინიმუმამდეა დაყვანილი, რაც Golf-ს დიდი მანძილებისთვის სუპერ-კომფორტულს ხდის.”
Volkswagen Golf 6 საუკეთესო აღმოჩნდა ავტო შოუზე წარმოდგენილი 51 ავტომობილს შორის. მათი შეფასება 25 ქვეყნიდან ჩამოსულ 59 ჟიურის წევრს ეკისრა. ყოველი ჟიურის წევრი არჩეული იყო World Car Steering Committee -ს მიერ, ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა გამოცდილება, ცნობადობა, ავტორიტეტი და ა.შ.
"ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ახალი მეექვსე თაობის გოლფი წლის ავტომობილად დასახელდა. გოლფი ფოლკსვაგენის ბრენდის სახედ მოიაზრება და მთელს მსოფლიოშია ცნობილი. ის არის ფოლქსვაგენის ერთ-ერთი ყველაზე კარგად გაყიდვადი მოდელი, რომელიც 120-მდე ქვეყანაში 26 მილიონზე მეტ ეგზეპლიარად იყიდება”- განაცხადა სტეფან ჯაკობმა- ფოლქსვაგენი ამერიკის CEO -მ.