სასარგებლო ინფორმაცია
 ფასები გარანტია სერვისი განვადება საკრედიტო კალკულატორი კონტაქტი
“Passat CC” .

პირველი ოთხკარიანი Comfort Coupé ფოლკსვაგენისაგან

პირველ ოთხკარიან Comfort Coupé-ს ფოლკსვაგენისაგან უდაოდ გამორჩეული დიზაინი აქვს. ახალ Passat CC-ში შერწყმულია დინამიური სპორტული ფორმები და კომფორტის მაღალი დონე. ავტომობილის სპორტული ხასიათი ინტერიერშიც შეინიშნება. ხოლო შთამბეჭდავი სივრცის მქონე სალონი კიდევ უფრო ეფექტური ხდება პანორამული სახურავის ხარჯზე, რომელიც ფართო ხედს გთავაზობთ ჰორიზონტზე.

უდმივი სპორტული რეჟიმი

Passat CC -ს შთამბეჭდავ დინამიკას უზრუნველყოფს 300 ცხენის ძალის მქონე V6 ძრავი და ორმაგკონუსიანი სიჩქარეთა კოლოფი DSG. ტარებისაგან არანაკლებ სიამოვნებას მოგანიჭებთ სამი დანარჩენი ძრავი: ბენზინზე მომუშავე 2.0 ლ და 1.8 ლ, ასევე 2.0 ლ ტურბობენზინზე მომუშავე ძრავი.

თქვენი კომფპრტისათვის შექმნილი ინოვაციები

Passat CC-ს შეუძლია თქვენი თითოეული მგზავრობა სიამოვნებად აქციოს, რადგანაც მის არსენალში არის მთელი რიგი ელექტრონული ასისტენტებისა, რომლებიც ტარების პროცესს უფრო კომფორტულს გახდის. ასეთია მაგალითად, ზოლში მოძრაობის ინოვაციური სისტემა „Lane Assist„, ადაპტირებული კრუიზ კონტროლი ACC, დისტანციის ავტომატური დაცვის სისტებით, რომელსაც „Front Assist„ ქვია. ასევე პარკინგ-კონტროლი „Park Pilot„ და უკანა ხედვის კამერა „Rear Assist„.