Touareg
სასარგებლო ინფორმაცია
 ფასები გარანტია სერვისი განვადება საკრედიტო კალკულატორი კონტაქტი
ტუარეგი

ტუარეგ V10 TDI - იდეალური ავტომობილი, რომლითაც შესაძლებელია თვითმფრინავის, ბოინგ 747 გაწევა

ტუარეგი დიზელის V10 TDI (მოხმარებული საწვავი: 12,6 1/100 კმ; CO2 ემისია: 333გ/კმ). ამ ავტომობილით შესაძლებელია 155 ტონა სიმძიმის ბოინგი 747 გაწევა. ფოლკსვაგენის მწარმოებლებმა საცდელი ნიმუში მოდელად აქციეს. მანამდე ტუარეგის ავტომობილი გაცილებით ნაკლებად იყო მოდიფიცირებული. მისი წონა და საბურავების წნევა გაიზარდა, მაქსიმალური სისწრაფე განისაზღვრა. შედეგი: 8 კმ/სთ-ში ტუარიგმა 150 მეტრის მანძილზე გაწია ბოინგი, თანაც ისე, რომ არანაირი ზიანი სახეზე არ ყოფილა.

ოპტიკური მხარის გაზრდა, გაუმჯებესებული აეროდინამიკა

ტუარეგს ახალი სახე აქვს. ეს ადვილად შეიცნობა ფოლკსვაგენისათვის ტიპიურ ქრომით მოპირკეთებულ რადიატორის გისოსზე ფოლკსვაგენის გერბით. გარდა ამისა ახალი სახე აქვს მიცემული ორგანულად გაფორმებულ გასანათებელ ფარებს _ შეგიძლიათ შეარჩიოთ ბი-ქსენონი გვერდითი ნათურებით. აეროდინამიკის გასაუმჯობესებლად ტუარეგს აქვს განახლებული გარე სარკეები და ოპტიმირებული სახურავის კანტების სპოილერი.

ტექნიკური ნოვაცია, როგორც მსოფლიო სიახლე

მსოფლიო სიახლეს წარმოადგენს ფოლკსვაგენის  მიერ განვითარებული და დაპატენტებული ტუარეგის ანტი ბლოკირების სისტემა _ ABS plus. იგი შეიცნობს ისეთ ნიადაგს, როგორიც არის ვთქვათ, ქვიშიანი ან ღორღიანი ზედაპირი და ამოკლებს მუხრუჭების გზას კონტროლირებული ბლოკირებით 20%-მდე. ახალი ფუნქციები აქვს ელექტრონულ  სტაბილიზაციის პროგრამასაც (ESP). ასე, მაგ. გადახრის სტაბილურობა არის აწეული და უკვე პრევენციულად, გაზის პედალიდან ფეხის მოცილებისთანავე თავს იჩენს მუხრუჭის ამძრავი სისტემის წნევა.

V8 FSI  _ სიახლე ძრავას მოქმედებაში მოყვანის მექანიზმთან დაკავშირები

როგორც პირველი ფოლკსვაგენი ტუარეგი მზადყოფნაშია რვა ცილინდრიანი ბენზინის პირდაპირი შეფრქვევით. ახალი  ტუარეგი  V8 FSI წარმატებული კომბინაციაა ექვსცილინდრიანი FSI-ს კარგად გააზრებული ეკონომიურობით და პროგრესული 350 ცხენის ძალით, როდესაც მაქსიმალური ბრუნვის მომენტი 440 ნიუტონმეტრია (საწვავის გამოყენება: 13,8 1/100 კმ;  CO2  ემისია: 329 გ/კმ). Gგარდა ამისა არის კიდევ სამი ტურბოდიზელის პირდაპირი მფრქვევანა განკუთვნილი ტუარაგისათვის, რომლებიც სერიულადადაა კომბინირებული პარტიკულური ფილტრით. TDI ძრავები  აღწევენ  128 კვ (174 ცხენის ძალა); (TDI) 165 კვ-ზე ზემოთ (225 ცხენის ძალა) (V6 TDI) 230 კვ–მდე  (313  ცხენის ძალა) (V10 TDI) (საწვავის გამოყენება: 10,1-12,6  1/100 კმ; CO2- ემისია: 267 -333  საშუალო- და ბასგამაძლიერებლებით, რომლებიც ზრუნავენ გაჯერებული და ნათელი ჟრერადობისათვის ზღაპრული 600 ვატიანი მუსიკალური სიმძლავრით. ექსტერნი აუდიო წყაროები, როგორიცაა, მაგალითად MP3-Plaier, შესაძლებელია შეკვეთით მულტიმედიის სადები შუაში, მკლავის ჩამოსადებზე მივაერთოთ.გ/კმ).

ყურისთვის  სასიამოვნო

მუსიკალობის თვალსაზრისით მოდელი ბრწყინვალეა. ტუარეგი მსოფლიოში პირველი ყველგან მავალი ავტომობილია, რომლის აღჭურვაც შესაძლებელია ჟღერადობის სისტემის უზრუნველსაყოფად დანიელი სპეციალისტების მიერ შემუშავებული sound სისტემა Dynaudio-თი. მუსიკალური მოწყობილობა გამოირჩევა ათი გულდასმით ერთმანეთთან შეწყობილი მაღალი-,