.

 

 

ბრენდი Volkswagen-ი 1937 წელს დაარსდა. ამავე წლის 28 მაისს ოფიციალურად შეიქმნა "Gesellschaft zur Vorbereitung des Deutschen Volkswagens mbH" (Company for the Preparation of the German Volkswagen Ltd.), რომელმაც 1938 წელს სახელი შეიცვალა, გახდა "Volkswagenwerk GmbH"და კომპანიის მთავარი ქარხანა ვოლფსბურგში ააშენა. ავტომობილის სახელწოდება - ”Volkswagen” იშიფრება, როგორც ”ხალხის მანქანა”. თუმცა, მოგვიანებით მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ, ხელი შეუშალა Volkswagen-ის მასობრივ წარმოებას და კომპანია  სამხედრო წარმოებაზე გადავიდა.
 
1950 წელს ბრიტანელების დავალებით Volkswagen-მა მეორე ავტომობილი Transporter-ი შექმნა. ამ მოდელთან ერთად Volkswagen-ი  გერმანიის ეკონომიკური სასწაულის სიმბოლო გახდა. ამის შედეგად, კომპანიამ ძლიერი საექსპორტო კურსი აიღო, რასაც 1960 წელს სააქციო საზოგადოების  სააქციო კორპორაციად გარდაქმნა მოყვა. ინოვაციური და მოქნილი საწარმოო სისტემების დანერგვასთან ერთად 1970-იან წლებში Volkswagens–მა ახალი თაობის ავტომობილები შექმნა: Passat, Scirocco, Golf და Polo. ტექნოლოგიის განვითარების, მოქნილი წარმოებისა და წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის წყალობით კომპანიის ზრდა 1980-იან წლებშიც კვლავ სტაბილურად გაგრძელდა.
 
გლობალიზაციის შედეგად, Volkswagen ვითარდება, როგორც მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ავტომობილების მწარმოებელი და დღეს ახალ ციფრულ ტექნოლოგიებსა და ელექტრო მობილობას გთავაზობთ.