.
ივნისიდან VW-ის ცენტრი მუშაობს კვირას დღეს.


 
აღმაშენებლის ხეივანის 12 კმ-ზე მდებარე VW-ის ოფიციალური ცენტრი საქართველოში მუშაობს კვირას დღესაც 10:00 საათიდან -15:00 საათამდე.
 
მომხმარებლები მიიღებენ მაღალ კვალიფიციურ მომსახურებას კომფორტულ გარემოში. სანამ ავტომობილს პროფესიონალები ემსახურებიან, მომხმარებელს შეუძლია სპეციალურად მათთვის მოწყობილ კაფეში დალოდება.
 
„ამ სიახლით ვცდილობთ ნებისმიერი ფოლკსვაგენის მფლობელს დამატებითი კომფორტი შევუქმნათ. ცენტრი კვირას მუშაობს მათთვის ვინც კვირის სხვა დღეებში ვერ ახერხებს ავტომობილისთვის დროის გამოყოფას. მსგავსი სამუშაო გრაფიკი ძალიან ცოტა ცენტრს აქვს საქართველოში“– აკეთებს კომენტარს ფოლკსვაგენ საქართველოს დირექტორი.
 
VW 2013 წლის იანვრიდან ყოველთვიურად სიახლეს სთავაზობს თავის მომხმარებელს, მაგალითად, VW-ის ორიგინალ ზეთებზე ფასდაკლებები, ზეთის შეცვლა არა 7000 კმ არამედ 15000 კმ-ზე და ა.შ. VWმომავალშიც გეგმავს მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სიახლეების დანერგვას.