.
Volkswagen-მა ლოს ანჯელესის საავტომობილო გამოფენაზე ახალი კონცეპტულური ავტომობილი წარმოადგინა


ლოს ანჯელესის საავტომობილო გამოფენაზე, Volkswagen-მა  ახალი კონცეფციის რიგით მეშვიდე ავტომობილი ID. SPACE VIZZION წარმოადგინა. ID ოჯახში შემავალი სხვა ავტომობილებია:  ID.3,  ID. CROZZ, ID. BUZZ,ID. VIZZION,ID. BUGGY დაID. ROOMZZ.

„ID. SPACE VIZZION შეუდარებელი მოქნილობის, ხარისხისა და გერმანულ დიზაინის გაერთიანებით, ქმნის ახალ ეპოქას“ - განაცხადა Volkswagen-ის მთავარმა დიზაინერმა კლაუს ბიშოფმა.

 

ავტომობილის 82 კვტ.სთ სიმძლავრის ბატარეა 590 კილომეტრამდე მანძილის დაფარვის საშუალებას იძლევა. 0-დან 100კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება კი 5.4 წამშია შესაძლებელი. გამორჩეული დეტალია ვრცელი, სრულიად ციფრული ინტერიერი  ვირტუალური სამართავი პანელითა და 15.6 ინჩიანი სენსორული ეკრანით.

 

SPACE VIZZION წარმოდგენილი იყო “პეტერსენის საავტომობლო მუზეუმში“ (Petersen Automotive Museum), ლოს ანჟელესში და მისი მსოფლიო პრემიერა მუდმივი საგამოფენო სივრცის "ელექტრონული მომავლის შენების“ გახსნას დაემთხვა, რომელშიც წარმოდგენილია მომავალის სატრანსპორტო საშუალებების შექმნის პროცესი დიზაინისა და პროტიტიპებიდან, პროდუქციის საბოლოო ვარიანტამდე.

 

 

  • Aktuelle Meldungen.